aktuell
ტერაგრაფია
დედამიწის სურათი
projekte
99 fotografien
installationen
ausstellungen
bücher
editionen
texte
galerien
links
vita
kontakt

ტერაგრაფია

ეკელანდ გიოტცე მუშაობს დედამიწის სურათის შექმნაზე. ამ მიზნით იგი თითოეული კონკრეტული პროექტის ფრაგლებში წინასწარ შერჩეული ადგილიდან სამუშაოდ იღებს მიწას. აღებულ სუფთა და არაგადამუშავებელ მიწას ეკელანდ გიოტცე თავის მიერ შექმნილი და სტანდარტიზირებული, ორიგინალური ტერაგრაფიული მეთოდით, ფრესკული სახით წნეხავს ქაღალდზე, რომელიც დაფარულია ახალმომზადებული კირის ხსნარით ან სხვა ფუძით. ამ გზით იქმნება ჰომოგენური ნამუშევარი, რომელსაც მივყავართ დედამიწის კომპლექსური და გამუდმებით მზარდი სურათისაკენ. ერთი რომელიმე პროექტის ფარგლებში შექმნილი კვადრატები ქმნიან კონკრეტული ადგილის აუთენტურ სურათს. ამდენად, ისინი აღწევენ იმ სულიერ განზომილებებამდე, რომლებიც სცდებიან დედამიწის გრაფიკულ წარმოსახვას. დედამიწის ასეთი ობიექტური სურათი არის პლატფორმა კულტურათა შორის კომუნიკაციისათვის და გვთავაზობს სივრცეს ისეთი ასოციაციებისათვის, რომლებიც შეივსებიან ინდივიდუალური გააზრებს გზით.